Web Analytics
დარეგისტრირდი აქ, რომ მიიღო ადრეული წვდომა და განახლებები გაყიდვებზე.
დარეგისტრირდი აქ, რომ მიიღო ადრეული წვდომა და განახლებები გაყიდვებზე.

ჩვენი გეგმა

Tavis'upali  | ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ იდეა, გვაქვს გეგმა.


Tavis’upali
გაჩნდა 2025-ში იმ რწმენით რომ როცა საქმე ფიზიკურ და პიროვნულ სიძლიერეს ეხება - ყველაფერი ინდივიდით იწყება.

ჩვენ აქ ვართ, რომ ამ გზაზე შენს გვერდით ვიყოთ.
ჩვენ ვხდით სუფთა და ხარისხიან კვების დანამატებს ხელმისაწვდომს, იმ მიზნით რომ თითოეულ ქართველს ჰქონდეს საშვალება რომ გაძლიერდეს და სხვებიც შთააგონოს.

ძალა ერთით იწყება და ბევრს გადაეცემა.


ჩვენი ხედვა

გვინდა, რომ სუფთა და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული ქართველისთვის.
ამისთვის ვქმნით მყარ საფუძველს - ადგილობრივ წარმოებას და შრომაზე დაფუძნებულ განვითარებას.

2028 წლისთვის ვგეგმავთ საქართველოში გავხსნათ წარმოებისა და შეფუთვის ქარხანა, სადაც ევროპული ხარისხის ნედლეულით ვაწარმოებთ პროდუქტს ქართული ბაზრისთვის.

ჩვენ ვიწყებთ ჰოლანდიაში - და ვბრუნდებით საქართველოში.


👉 ჩვენი გზა 2028-მდე 1 საწარმო საქართველოში

🔴  2025  პირველი პროდუქტების დამზადება ჰოლანდიაში 
🟡 2026 პროტეინის და კრეატინის პირველი პარტია საქართველოში.
🟢 2027  პროდუქტის სრული ხაზის გაშვება და სრული ბრენდის ჩამოყალიბება!  
  🟢  2028  ოფიციალური გაშვება ქარხნის

 



ეს არის ჩვენი კულტურა და დაპირება თქვენს მიმართ

1. გამჭვირვალობა და ნდობა - ჩვენ გვჯერა პატიოსნების.

არანაირი დამალული ინგრედიენტები, არანაირი ცრუ დაპირებები, მხოლოდ სუფთა და დამტკიცებული კვების დანამატები, რომელსაც ადვილათ ნახავთ ჩვენ ეტიკეტებზე! ჩვენთვის  ჩვენი მისია არის მთავარი მიზანი და მოტივაცია. 
რაც მართალია ყოველთვის იმარჯვებს! 

2. თვითდამოკიდებულება და დაუღალავი ზრდა

ნამდვილი ძალა შიგნიდან მოდის. როცა ერთი ადამიანი ძლიერდება, ის შთააგონებს გარშემომყოფებს. 
ამის მაგალითი ჩვენ თვითონ გვინდა ვიყოთ. ჩვენი შრომით გვინდა გავაძლიეროთ ჩვენი საზოგადოება. რომ თვითონ მართონ თავიანთი ჯანმრთელობა, მომავალი და შესაძლებლობები.
ამ მიზნის მისახწევად ყოველი თეთრი უკან ჩაიდება კომპანიის ზრდის და ამ მიზნის მსახურებაში! 

3.  ერთგულება საზოგადოებისა და წინსვლის

  ჩვენ გვჯერა, რომ ძალა სახლიდან იწყება. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართულ წარმოებას, ეკონომიკას და სამუშაო ძალას, მაქსიმალურად საქართველოში გადმოტანილი საქმიანობით. ადგილობრივი ტალანტისა და რესურსების მხარდაჭერით.
ჩვენ ჩვენი წილი შეგვაქ უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ერის შექმნაში